ავტორი:

მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატს სთხოვა, სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს და მისი ავადმყოფობის ისტორია გადასცეს, თუმცა პრეზიდენტისგან შეწყალებას არ მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატს სთხოვა, სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს და მისი ავადმყოფობის ისტორია გადასცეს, თუმცა პრეზიდენტისგან შეწყალებას არ მოითხოვს

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური დასკვნა რომ მოგვივა, მივმართავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. წესით, ეს ამ კვირაში მოხდება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ის, როგორც სააკაშვილის ადვოკატი, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვს, სადაც მას გააცნობს და გადასცემს საექსპერტო დასკვნას.

"პრეზიდენტთან შეხვედრას მოვითხოვ, რის შემდეგაც გადავცემ აღნიშნულ დასკვნას. შემდეგ იქნება საუბარი სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. სააკაშვილის არ უთქვამს, რომ შეწყალების თხოვნით მივმართო, მითხრა, რომ შეხვდე, დაველაპარაკო და გადავცე მისი ავადმყოფოს ისტორია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.