ავტორი:

"დღეისთვის უკრაინაში 1886 დასახლებაა დეოკუპირებული" - უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი

"დღეისთვის უკრაინაში 1886 დასახლებაა დეოკუპირებული" - უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი

დღეისთვის, უკრაინაში დეოკუპირებულია 1886 დასახლება, 1620-ში დაწყებულია ჰუმანიტარული შტაბების მუშაობა, - ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დეოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის განახლება გრძელდება.

ტიმოშენკოს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლა 965 დასახლებაში, სოციალურმა სამსახურებმა - თითქმის 1300-ში, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა - 1065-ში, ფინანსური მომსახურება განახლდა 1206 დასახლებაში.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თქმით, გაზმომარაგება აღდგენილია 1303 დეოკუპირებულ დასახლებაში, ხოლო წყალმომარაგება და კანალიზაცია აღდგენილია 1432 დასახლებაში.

მისი ინფორმაციით, გარდა ამისა, 1190-ზე მეტი დასახლება სრულად არის უზრუნველყოფილი მობილური კომუნიკაციით და ინტერნეტის სერვისით.