ავტორი:

"მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ისროლეს" - რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს: დაიღუპა ახალშობილი

"მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ისროლეს" - რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს: დაიღუპა ახალშობილი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს - ახალშობილი მოკლეს", - წერს სტარუხი.

მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ.