ავტორი:

ორბანის იმპერიალისტური ოცნებები? - უნგრეთის პრემიერი გამოჩნდა შარფით, სადაც "გაფართოებული უნგრეთის" რუკა იყო გამოსახული

ორბანის იმპერიალისტური ოცნებები? - უნგრეთის პრემიერი გამოჩნდა შარფით, სადაც "გაფართოებული უნგრეთის" რუკა იყო გამოსახული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მეზობელი ქვეყნების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა საქმე ისაა, რომ გასულ კვირას ორბანი უნგრეთისა და საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მივიდა, რა დროსაც ეკეთა სპორტული შარფი, რომელზეც გამოსახული იყო "გაფართოებული უნგრეთის" რუკა.

  • რუკაზე წარმოდგენილი იყო ძველი უნგრეთის იმპერიული ტერიტორია, რომელიც არსებობდა პირველ მსოფლიო ომში ავსტრია-უნგრეთის დამარცხებამდე. ორბანის ამგვარ ნაბიჯს მედიაში "ორბანის იმპერიალისტური ოცნებები" უწოდეს."

აღნიშნულის გამო, რუმინეთმა გამოთქვა "მწვავე უკმაყოფილება“ და შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა ბუქარესტში უნგრეთის ელჩს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნებისმიერი მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება დღევანდელ რეალობას და ვალდებულებებს, რომლებიც რუმინეთსა და უნგრეთს აქვთ აღებული.

  • უკრაინამ უნგრეთისგან ოფიციალური ბოდიში მოითხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ კიევი იბარებს უნგრეთის ელჩს, რომელსაც ეცნობება ვიქტორ ორბანის ქმედების მიუღებლობის შესახებ.

"ორბანის ქმედება არ უწყობს ხელს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და არ შეესაბამება ევროპული პოლიტიკის პრინციპებს“, - წერს ის "ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვიქტორ ორბანი გამოთქმულ პროტესტს განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, უნგრეთის ეროვნული ნაკრები არის ყველა უნგრელის გუნდი, სადაც ისინი ცხოვრობენ.

  • "ფეხბურთი არ არის პოლიტიკა და მოდით, ნუ ვეძებთ მას იქ, სადაც არ არის“, - აცხადებს ორბანი.

ცნობისთვის, დაახლოებით 1.2 ეთნიკურად უნგრელი ცხოვრობს რუმინეთში, ხოლო 150 000 დასავლეთ უკრაინაში.