ავტორი:

"ბავშვს მასთან საჭმელი მიჰქონდა, გარეთ არ გამოდიოდა" - რას ჰყვებიან მეზობლები 60 წლის მამაკაცზე, რომელსაც 13 წლის გოგონაზე სექსუალურად ძალადობა ედება ბრალად?

"ბავშვს მასთან საჭმელი მიჰქონდა, გარეთ არ გამოდიოდა" - რას ჰყვებიან მეზობლები 60 წლის მამაკაცზე, რომელსაც 13 წლის გოგონაზე სექსუალურად ძალადობა ედება ბრალად?

13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის მამაკაცი ბაბუის ძმაა. როგორც ბრალდებული კაცის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გოგონას მასთან საჭმელი მიჰქონდა ხოლმე.

"დედა აგზავნიდა ხოლმე და მასთან საჭმელი მიჰქონდა. წყნარი კაცი იყო. აივნიდან იყურებოდა, გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა“, - აცხადებს ბრალდებული კაცის მეზობელი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდებულს, 60 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.