ავტორი:

30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპი დაიბადა  - "ეს გამაოგნებელი ამბავია"

30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპი დაიბადა  - "ეს გამაოგნებელი ამბავია"

აშშ-ში, ტენესის შტატში, 30 წელზე მეტი ხნის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპი ჩვილი დაიბადა. ეს არის რეკორდულად ხანგრძლივი დროით შენახული ამბრიონიდან დაბადების შემთხვევა.

ისინი 1992 წლის აპრილიდან, -128C-ზე თხევად აზოტში ინახებოდნენ.

ტყუპი რეიჩელ რიჯვეიმ გააჩინა, რომელსაც ოთხი ბუნებრივად ჩასახული შვილი ჰყავს. ბავშვების მამა, ფილიპ რიჯვეი კი განცვიფრებულია და სიტყვები არ ჰყოფნის განცდილის გადმოსაცემად. ის ამბობს, რომ ეს "გამაოგნებელი გამოცდილება იყო".

ფილიპი თავის ტყუპებზე ამბობს: "5 წლის ვიყავი, როცა ღმერთმა ლიდიას და ტიმოთეს სიცოცხლე მისცა და მას შემდეგ ცოცხლობდნენ. ერთი მხრივ, ისინი ჩვენი უფროსი შვილები გამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე უმცროსები არიან. არის ამაში რაღაც გამაოგნებელი",- ამბობს ფილიპ რიჯვეი CNN-თან.

აღსანიშნავია, რომ აქამდე რეკორდსმენი მოლი გიბსონი იყო, რომელიც 27 წლით ადრე გაყინული ემბრიონიდან 2020 წელს დაიბადა.

ცნობისთვის, ტყუპი ემბრიონები დაქორწინებული წყვილისთვის 1992 წელს ინ ვიტრო განაყოფიერებით შეიქმნა. ემბრიონები 2007 წლამდე აშშ-ის ნაყოფიერების ლაბორატორიაში ინახებოდა. მოგვიანებით ემბრიონების მფლობელმა წყვილმა ის ემბრიონის დონაციის ეროვნულ ცენტრს (NEDC) გადასცა, რათა სხვა წყვილს შესძლებოდა მისი გამოყენება. უცნობია ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

NEDC-ის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ეს ახალი ამბავი სხვებსაც წაახალისებს, რომ "ემბრიონი იშვილონ."

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა