ავტორი:

"ეს სახლ-კარი უნდოდა და ტყუილი მოუგონა ჩემს ქმარს" - რას ამბობს სამეგრელოში ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ცოლი?

"ეს სახლ-კარი უნდოდა და ტყუილი მოუგონა ჩემს ქმარს" - რას ამბობს სამეგრელოში ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ცოლი?

სამეგრელოში ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 28 წლის მამაკაცის ცოლი ამბობს, რომ მისი მეუღლე უდანაშაულოა.

როგორც ქალი "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებს, ყველაფერი ბავშვის დედამ მოიგონა.

"შვილები არ აინტერესებს, არაფერი არ აინტერესებს. დამიკავა უდანაშაულოდ ქმარი. მაგის შვილებს ერთს ვზრდით ჩვენ, მეორეს ზრდილს მული. მოვიდა და გვითხრა, აქო, სამარცხვინო მაჩვენაო, მერე 8 წლის შვილი გამიუპატიურაო. ეს არის არარსებული. დედამ ჩააგონა ბავშვს ეს თქვიო, ეს სახლ-კარი უნდოდა და ჯინი ჰქონდა ჩემი ქმრის და ასეთი ტყუილი მოუგონა" - ამბობს დაკავებულის ცოლი.

ცნობისთვის, სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას 2 წლის განმავლობაში აშანტაჟებდა, რომ არაფერი ეთქვა.

მომხდარის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ძალადობის ფაქტი დედას მოუყვა.

დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.