ავტორი:

"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამინი" - ხატია დეკანოიძე

"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამინი" - ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩეული უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამინი, ფლომდეს რამდენიმე უცხო ენას, უნდა ჰქონდეს მკაცრი ჩამოყალიბებული სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში.

მათ შორის მკაცრი სტრატეგია, თუ როგორ აპირებს ივანიშვილს ჩამოშორებას, სააკაშვილის თავისუფლება როგორ წარმოუდგენია და როგორი ესახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მემგონი ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს" - ამბობს დეკანოიძე "ტვ პირველან" საუბარში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობის შესახებ სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა.

მათ შორის არიან, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის ანტიკორუფციული საკითხების მდივანი, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი და "მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე

ნახეთ ასევე: