ავტორი:

"ვერ გაიმარჯვებს ზუსტად ისე. და არც უნდა გაიმარჯვოს ზუსტად ისე" - თამარ ჩერგოლეიშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადების შესახებ

"ვერ გაიმარჯვებს ზუსტად ისე. და არც უნდა გაიმარჯვოს ზუსტად ისე" - თამარ ჩერგოლეიშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადების შესახებ

"ტაბულას" დამფუნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ "ვარდების რევოლუციის" 19 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.

"ვერ გაიმარჯვებს ზუსტად ისე. და არც უნდა გაიმარჯვოს ზუსტად ისე. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. სხვანაირად გავიმარჯვებთ და სხვა შემადგენლობა გაიმარჯვებს - სხვა თაობა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის ვანო მერაბიშვილმა დაწერა, რომ ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ.