ავტორი:

14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო 25 წლამდე მამაკაცია ბრალდებული - ის მიმალვაშია: დაკავებულია გოგონას მამა - რა მოხდა ბათუმში?

14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო 25 წლამდე მამაკაცია ბრალდებული - ის მიმალვაშია: დაკავებულია გოგონას მამა - რა მოხდა ბათუმში?

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში 14 წლის გოგონაზე სექსუალური კავშირის გამო 25 წლამდე მამაკაცია ბრალდებული, რომელიც მიმალვაშია. საქმის ფარგლებში დაკავებულია გოგოს მამა და ბიძაშვილებიც, რომლებმაც მომხდარი შეიტყვეს და 25 წლამდე მამაკაცი ფაქტის გამო სცემეს.

აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 14 წლის გოგონა ხელვაჩაურში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობდა.

"14 წლის გოგონა სარიტუალო დარბაზში იყო დასაქმებული. გვიან ღამით, სახლში მისვლა რომ დააგვიანდა მშობლებმა მოიკითხეს. სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ მშობლებს განუცხადა, რომ 14 წლის თანამშრომელი გოგონა 22:00 საათზე სახლში წავიდა, თუმცა იგი ღამის 4 საათამდე სახლში არ დაბრუნებულა. ბავშვის ძებნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა თქვეს რომ 14 წლის გოგოს სექსუალური ძალადობა აღენიშნებოდა.

ეს პიროვნება 20 წელს გადაცილებულია. ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რამაც სექსუალური კავშირი დაადასტურა. 14 წლის გოგოს მამამ აღნიშნული რომ შეიტყო, შვილს სცემა, ასევე მამამ გაარკვია სექსუალურ კავშირში მყოფი მამაკაცის ვინაობა და ფიზიკურად იმასაც გაუსწორდა, - მამა დაკავებულია. მომხდარი სამართალდამცავებს ბავშვმა შეატყობინა. როგორც ვიცით, ბავშვის ბიძაშვილებიც მივიდნენ 25 წლამდე მამაკაცთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამართალდამცავებმა ბიძაშვილებიც დააკავეს. ამბავი წუხელ გვიან ღამით მოხდა. ორივე მხარე ე.წ “ოცნების ქალაქის” მცხოვრებია" - განაცხადა ადგილობრივებმა