ავტორი:

ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა (ვიდეო)

ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ.

სომხური მედიის ცნობით, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმება.

სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა, ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

როგორც მედია წერს, 2022-2023 წლებში ОДКБ-ს თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს, რის გამოც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იმ პრიორიტეტებს წარადგენს, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/4i-jDMVwy5g" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>