ავტორი:

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სენსაცია - იაპონიამ გერმანია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სენსაცია - იაპონიამ გერმანია დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში იაპონიამ გერმანიას 2:1 სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო გერმანია თავიდანვე დაეუფლა დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, შტურმი მოაწყო და რაუმის მოპოვებული პენალტით გიუნდოგანმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა ამის შემდეგაც არაერთი მომენტი შექმნეს, გიუნდოგანმა ბურთი ძელს გაარტყა და ამდენი შანსის ხელიდან გაშვების გამო დაისაჯნენ: გააქტიურებულმა იაპონელებმა სახიფათო კონტრშეტევებით უპასუხეს, იტოს გატანა ნოიერმა არ დაანება, შემდეგ კი დოანმა და ასანომ დალაშქრეს ბუნდესგუნდის კარი (ორივე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელია). გერმანია ბოლოს იერიშებზე გადავიდა, გორეცკამ მიზანს ვერ უწია და იაპონიამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთი და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი. „ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი“. 42 608 მაყურებელიგერმანია - იაპონია 1:2გოლები: 1:0 გიუნდოგანი (33, პენ), 1:1 დოანი (75), 1:2 ასანო (83)

sportall.ge