ავტორი:

"რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა" - მაია სანდუ

"რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა" - მაია სანდუ

არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც სიბნელეში და სიცივეში გვტოვებს, - ასე ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას.

“რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. უკრაინაში რუსეთის ომი ხალხს კლავს, რაკეტებით ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინაში თავდასხმები გრძელდება. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის რესპუბლიკის სამომავლო გზა, თავისუფალ სამყაროსკენ უნდა რჩებოდეს”, - წერს სანდუ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ტექნიკურ პრობლემებს მოაგვარებს და ელექტრომომარაგებას აღადგენს. სანდუს თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება ამ მიმართულებით მუშაობს.