ავტორი:

"დედიკო, ხომ არ მომკლავო, ასე მექცეოდაო... თუ იტყვი მე რომ გეთამაშები, თავს მოგჭრიო" - რას ამბობს სამეგრელოში სავარაუდოდ ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა

"დედიკო, ხომ არ მომკლავო, ასე მექცეოდაო... თუ იტყვი მე რომ გეთამაშები, თავს მოგჭრიო" - რას ამბობს სამეგრელოში სავარაუდოდ ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა

სამეგრელოში ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. 8 წლის ბავშვის დედა ამბობს, რომ მის შვილს ბიძა მუქარის ქვეშ გარყვნილ ქმედებას აიძულებდა და მომხდარის გახმურების შემთხვევაში არასრუწლოვანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

"მუნდიაში რაღაც უქნია, პირშიც და ხელიც აკიდინებდა თურმე... ბავშვსაც ვატყობდი, მისი საქციელებიც არ მომწონდა. სექსიო, რაღაც... დედიკო, ხომ არ მომკლავო, ასე მექცეოდა, და მაშინებდა, თუ იტყვი მე რომ გეთამაშები, თავს მოგჭრიო" - აცხადებს დედა "ტვ პირველთან".

შემზარავ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ბრადებულის მხარე. ბრალდებულის ცოლის მტკიცებით, 8 წლის გოგონას დედამ ეს ისტორია მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გამოიგონა.

ასევე იხილეთ: