ავტორი:

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანეთმა კოსტა-რიკა გამანადგურებელი ანგარიშით - 7:0 დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანეთმა კოსტა-რიკა გამანადგურებელი ანგარიშით - 7:0 დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში ესპანეთმა კოსტა-რიკა 7:0 გაანადგურა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო, რაც ანგარიშში პირველივე ტაიმში აისახა - 3:0 და მეორე ტაიმი გამარჯვების ნოტარიულად გაფორმებაღად იქცა. საბოლოოდ ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია გავის ულამაზესი გოლი - ის ესპანეთის ნაკრებში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ამ ჯგუფში მეორე ტური 27 ნოემბერს ჩატარდება: „ფურია როხა“ დღეს დამარცხებულ გერმანიას შეხვდება და დიდი ბრძოლა გაიმართება. იმავე დღეს ერთმანეთს აგრეთვე იაპონია და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

დოჰა. „ალ ტუმამა“. 40 013 მაყურებელიესპანეთი - კოსტა-რიკა 7:0გოლები: 1:0 დანი ოლმო (11), 2:0 ასენსიო (21), 3:0 ფერან ტორესი (31, პენ), 4:0 ფერან ტორესი (54), 5:0 გავი (75), 6:0 სოლერი (90), 7:0 მორატა (90+2)

sportall.ge