ავტორი:

"მეგობართან მიდიოდა, თუმცა ვერ მიაღწია - ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?" - ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა?

"მეგობართან მიდიოდა, თუმცა ვერ მიაღწია - ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?" - ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა?

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გარდაცვლილი სოფელ ყიზილაჯლოს მკვიდრი ფირანგიზ ხალილოვაა. მის შესახებ წერს ადგილობრივი ჟურნალიტი ჯეიჰუნ მუჰამედალი:

"მარნეულში,17 წლის მოზარდი რომელიღაც უპასუხისმგებლო მძღოლის მსხვერპლი გახდა და დაიღუპა. არადა, დღე ჩემს მეგობართან მიდიოდა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, თუმცა ვერ მიაღწია. მას უნდოდა ექიმი გამხდარი იყო, მაგრამ...

დღეს მთელი მარნეული გლოვობს. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს? ოჯახს და ამ გოგოს მასწავლებელს Elvir Hasanoğlu-ს ვუსამძიმრებ დღეს მათ ყველაზე მეტად სტკივათ.. საჭესთან მჯდომმა ადამიანებმა უნდა იფიქრონ გადაჭარბებულმა სიჩქარემ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. სხვანაირად ეს უბედურება არ დამთავრდება" - წერს მუჰამედალი.