ავტორი:

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი შიველუჩი ამოიფრქვა (ფოტოები)

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი შიველუჩი ამოიფრქვა (ფოტოები)

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი შიველუჩი ამოიფრქვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “იზვესტია” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ჯერ კიდევ 20 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ვულკანის ძლიერი ამოფრქვევა მოხდებოდა, რაზეც მეცნიერები საუბრობდნენ.

შიველუჩი კამჩატკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანია. მასთან უახლოესი დასახლებული პუნქტი კლიუჩი 50 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო ქალაქი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი 450 კილომეტრის მანძილზე.