ავტორი:

მამას, რომელმაც 14 წლის შვილი სცემა, პატიმრობა შეეფარდა

მამას, რომელმაც 14 წლის შვილი სცემა, პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში 14 წლის გოგონაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დღეს გაიმართა, დაკავებულს ბრალდების არსი გააცნეს და აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლო პროცესი დაიხურა. თავის მხრივ, 14 წლის გოგოს მამა, რომელიც ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. არასრუწლოვანი კი სახელმწიფო ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ იმყოფება.

ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შეიტყო, რომ მას 25 წლამდე მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარის გამო, უწყებამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია 14 წლის მოზარდის მამა. რაც შეხება სავარაუდო დამნაშავეს, 25 წლის მამაკაცს, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.