ავტორი:

"ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების დაახლოებით, 10-15 ათასი წარმომადგენელი მზადაა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად" - უკრაინის გენშტაბი

"ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების დაახლოებით, 10-15 ათასი წარმომადგენელი მზადაა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად" - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეფასებით, ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების დაახლოებით, 10-15 ათასი წარმომადგენელი, რუსული ფულის სანაცვლოდ, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მზადაა.

„ბელარუსის რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების დაახლოებით, 10-15 ათასი წარმომადგენელი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. სპეცოპერაციაში. პირველ რიგში, მაღალი ფინანსური უზრუნველყოფის მიმზიდველობის გამო“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა დამოუკიდებელი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად შეფასებულია, როგორც დაბალი.

„მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფასდება, როგორც დაბალი იმის გამო, რომ პირადი შემადგენლობის უმრავლესობამ უარი თქვა რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე“, - აღნიშნა ალექსეი გრომოვმა.