ავტორი:

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალო მონაწილეობით “პრობლემას ვერ მოაგვარებენ

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალო მონაწილეობით “პრობლემას ვერ მოაგვარებენ

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალო მონაწილეობით “პრობლემას ვერ მოაგვარებენ”. ამის შესახებ მან ბელარუსულ გამოცემა “ბელტასთან” საუბარში განაცხადა.

"ჩვენი შეიარაღებული ძალები, რამდენი შეგვიძლია იქ ჩავრთოთ, 35-40 ათასი, ისინი პრობლემას ვერ მოაგვარებენ”, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ ომში შეიარაღებული ძალების უშუალო მონაწილეობით ბელარუსი “მხოლოდ უარესს გააკეთებს”.

“ეს ბელარუსის როლი არაა ამ კონფლიქტში”, - განაცხადა ლუკაშენკომ. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ბელარუსი სხვა მიმართულებებით მონაწილეობს ომში. “თუმცა მე არასდროს არ უარვყოფდი, რომ რომ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ბევრი სხვა მიმართულებით ვმონაწილეობთ, მაგრამ არ ვერთვებით, არავის ვკლავთ, ცოცხალი ძალა იქ არ შეგვყავს. რადგან ამის საჭიროება არ არსებობს”, - განაცხადა ლუკაშენკომ.