ავტორი:

თერჯოლაში, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ბენზინი გადაასხა და დაწვა - ქალი გარდაიცვალა

თერჯოლაში, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ბენზინი გადაასხა და დაწვა - ქალი გარდაიცვალა

თერჯოლაში, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს, 37 წლის ქალს, ბენზინი გადაასხა და დაწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გარდაცვლილის სამუშაო ადგილას, მაღაზიათა ქსელ "მაგნიტში" მოხდა. დაზიანებები მიიღეს მაღაზიის თანამშრომლებმა, რომლებიც ქალის სიახლოვეს იმყოფებოდნენ ახალგაზრდა ქალის გადარჩენას ცდილობდნენ.

გარდაცვლილ ქალს (თ.ლ) ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი საზარლად მოკლა, დანაშაულის ჩადენისას დაშავდა და ახლა კლინიკა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ambebi.ge მუშაობს მომხდარის დეტალების გარკვევაზე. მასალა განახლდება.