ავტორი:

რეალური შავი პარასკევი "ჰუალინგ პლაზაში“ - გაიგეთ შეთავაზების დეტალები

რეალური შავი პარასკევი "ჰუალინგ პლაზაში“ - გაიგეთ შეთავაზების დეტალები

80%-მდე ფასდაკლებები - ეს რეალობაა, რომელსაც "ჰუალინგ პლაზა“ 25-27 ნოემბერს გთავაზობთ. ფასდაკლებების პარალელურად, სავაჭრო ცენტრში საინტერესო გათამაშებები და ქეშბექის აქციებიც გელოდებათ.

"ჰუალინგ პლაზაში“ განთავსებულ ტექნიკის მაღაზიებში, მათ შორის, "ალტაში“, "ბეკოში“, "უნიკომშო“, "აილიანგში“, "ტექნოლაბში“ შეიძინეთ მსხვილი და წვრილი ტექნიკა, ასევე აქსესუარები განსაკუთრებულ ფასად, შემდეგ კი წარადგინეთ მინიმუმ 1000-ლარიანი ჩეკი და მიიღეთ 5%, 10%, 15% ან 20% ქეშბექი ვაუჩერის სახით.

ეს ყველაფერი არ არის. საჩუქრების მიღება მხოლოდ ტექნიკის მაღაზიებში მიღებული ჩეკით არ არის შესაძლებელი. "ჰუალინგ პლაზას“ ნებისმიერ მაღაზიაში იშოპინგეთ ფასდაკლებით, შემდეგ კი წარადგინეთ მინიმუმ 500-ლარიანი ჩეკი და მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობის ბილეთი. თქვენ მოპედის მოგების შანს მიიღებთ. გაითვალისწინეთ, ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი ბილეთის მიღებაა შესაძლებელი. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მაღაზიის ჩეკი შენაძენიდან 6 საათის განმავლობაში უნდა წარადგინოთ.

  • "ჰუალინგ პლაზა“ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ჯუმბერ ლეჟავას #22-ში მდებარეობს. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია ტექნიკისა და ავეჯის, ასევე ტანსაცმლის და სხვა მაღაზიები.

(R)