ავტორი:

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს

რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში საავადმყოფო დაზიანდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

"მტერმა კვლავ შეუტია ზაპოროჟიეს. ამჯერად რაკეტები საავადმყოფოს მიმდებარედ ჩამოცვივდა. საბედნიეროდ, ადამიანები არ დაშავებულან, იგივეს ვერ ვიტყვით შენობაზე. ათობით ფანჯარა ჩაიმსხვრა“, - წერს სტარუხი "ტვიტერზე“.

ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ მტერმა ავტოგასამართი სადგური გაანადგურა. "საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა“, - წერს სტარუხი.