ავტორი:

საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია.

"ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.