ავტორი:

მხატვარი, რომელსაც ალჟირში, ხანძრის გაჩენაში დასდეს ბრალი და ლინჩის წესით, უსასტიკესად გაუსწორდნენ, უდანაშაულო აღმოჩნდა - მკვლელობაში მონაწილე 49 ადამიანის განაჩენი ცნობილია

მხატვარი, რომელსაც ალჟირში, ხანძრის გაჩენაში დასდეს ბრალი და ლინჩის წესით, უსასტიკესად გაუსწორდნენ, უდანაშაულო აღმოჩნდა - მკვლელობაში მონაწილე 49 ადამიანის განაჩენი ცნობილია

ალჟირის სასამართლომ მხატვრის ლინჩის წესით მკვლელობისთვის, რომელიც ხანძრის გაჩაღებაში იყო ეჭვმიტანილი, 49 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ის ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. მკვლელობა 2021 წელს მოხდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირის კაბილის რეგიონში. ამ შემთხვევამ ქვეყანა შოკში ჩააგდო მას შემდეგ, რაც მხატვრის ლინჩის წესით გასამართლების ამსახველი სურათები სოციალურ მედიაში გავრცელდა.

38 წლის მხატვარ ჯემელ ბენ ისმაილის მკვლელობა ბერბერის მთიან რეგიონში გაჩენილი ხანძრის შემდეგ მალევე მოხდა. ხანძარს 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჯარისკაცებიც, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. მხატვარ ჯამელ ბენ ისმაილის მკვლელობაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან უმეტესობა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სიკვდილმისჯილებს, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, რადგან ალჟირში უკვე რამდენიმე ათწლეულია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული. 38 ადამიანს კი 2-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როცა 2021 წლის აგვისტოში ტყის ხანძრები მძვინვარებდა, ბენ ისმაილმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ქაბილის რეგიონში გაემგზავრებოდა, რათა ხალხს დახმარებოდა. მას შემდეგ, რაც ის რეგიონში ჩავიდა, ზოგმა ადგილობრივმა მოსახლემ ხანძრის გაჩენაში ისმაილი დაადანაშაულა, რადგან ის ამ რეგიონიდან არ იყო. 38 წლის ბენ ისმაილი ქალაქის მთავარ მოედანზე, პოლიციის განყოფილების წინ მოკლეს. სამართალდამცავთა თქმით, გვეშებული ბრბო თავს დაესხა პოლიციის შენობას და ბენ ისმაილი განყოფილებიდან გამოიყვანეს. მათ შორის იყო სამი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებმაც დაწვამდე, მსხვერპლი დანით დაჭრეს. ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე თუ სეირის მოყვარული ადამიანები ამ უსასტიკესი დანაშაულისას, ფოტოებს და ვიდეოებს იღებდნენ, რაც სოცილაურ ქსელებში გაავრცელეს.

პოლიციის განცხადებით, მათ ბრალდებულების ამოცნობაში ონლაინ გავრცელებული ფოტოები დაეხმარათ. სასამართლო პროცესის ამგვარად წარმართვას პოლიტიკაც განაპირობებდა. ხუთი ადამიანი დაუსწრებლად გაასამართლეს მკვლელობაში მონაწილეობისა და კაბელის სეპარატისტული მოძრაობის, MAK-ის წევრობისთვის. ხელისუფლებამ სწორედ MAK-ი დაადანაშაულა ხანძრების გაჩენის ბრძანების გაცემისთვის.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა