ავტორი:

პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების დედებს შეხვდა და მოუწოდა, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდონ

პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების დედებს შეხვდა და მოუწოდა, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდონ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების დედებს შეხვდა და მოუწოდა, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდონ.

"აშკარაა, რომ ცხოვრება უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ტელეეკრანებზე ან თუნდაც ინტერნეტში ჩანს, იქ საერთოდ ვერაფერს ენდობი, ბევრია სიყალბე და სიცრუე. ბევრი საინფორმაციო თავდასხმაა, თანამედროვე სამყაროში ყოველთვის ასე იყო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს განსაკუთრებით აქტუალური და ეფექტური გახდა. ინფორმაცია ბრძოლის იარაღად იქცა", - განაცხადა პუტინმა.

მან ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

"მინდა იცოდეთ, პირადად მე და მთელი ქვეყნის ხელმძღვანელობა ვიზიარებთ ამ ტკივილს. გვესმის, ვერაფერი ჩაანაცვლებს შვილის დაკარგვას, განსაკუთრებით დედისთვის, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ ამ ტკივილს და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიწყებულად არ იგრძნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული", - აღნიშნა პუტინმა.