ავტორი:

"ქალებზე მოძალადე კაცები სინამდვილეში არიან ჩმორები! ფარჩაკები არიან, ეგ ვიცი ზუსტად" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

"ქალებზე მოძალადე კაცები სინამდვილეში არიან ჩმორები! ფარჩაკები არიან, ეგ ვიცი ზუსტად" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ ფემიციდის თემა სახელმწიფოში მოსაგვარებელია.

"ქალებზე მოძალადე კაცები სინამდვილეში არიან ჩმორები! სხვასთან არაფრის თავი რომ არ აქვთ და თავის ცოლებთან რომ კაცობენ ეგენი არიან. ფემიციდს როგორ უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო ეფექტურად ზუსტად არ ვიცი, რთული და დიდი თემაა და აუცილებლად სასწრაფოდ მოსაგვარებელი, მაგრამ მოძალადე კაცები რომ ფარჩაკები არიან ეგ ვიცი ზუსტად" - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, კიდევ ერთი საზარელი ფაქტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება, გუშინ თერჯოლაში მოხდა. მამაკაცმა ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავადაც მიიღო. შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტს დღეს შს მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მოძალადემ, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესად უნდა აგოს.

"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.