ავტორი:

"თუ დადასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს" - ხიდაშელი

"თუ დადასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს" - ხიდაშელი

თუ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვის სიცოცხლესაც საპატიმროში საფრთხე ემუქრება, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას იმსახურებს.

"როგორი ოპონენტიც არ უნდა ვიყო მე მიხეილ სააკაშვილის და მის მიმართ ნულოვანი პოლიტიკური სენტიმენტი მაქვს, თუ დადასტურდება, რომ მის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს მისი შეწყალებისკენ. არსებობს ჰუმანიტარული ამოცანები ქვეყნის წინაშე და ეს მიხეილ სააკაშვილს კი არ ეხება, ნებისმიერ პატიმარს შეეხება, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება საპატიმროში, ამიტომ აქვს ზუსტად პრეზიდენტს შეწყალების უფლება, რომ ის იმსახურებს, რომ პრეზიდენტმა ამ უფლებით ისარგებლოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელმა გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვანო მერაბიშვილი გაიმარჯვებს, „ყოველგვარი ნიღბების და შელამაზების გარეშე“ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

„მე არ ვგულშემატკივრობ „ნაცმოძრაობას“, არც ასეთს, არც - ისეთს, არც მერაბიშვილისას, არც მელიასას. არ მაქვს არანაირი სენტიმენტი მათ მიმართ, ამიტომ არ მაინტერესებს იქ რა მოხდება. სიმართლე რომ გითხრათ, ფორმალურად თუ არაფორმალურად, მერაბიშვილი ამ პარტიის ხელისუფალი თუ გახდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადასტურება იმისა, რაც სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობის“ არსი და რაც არის მათი მოტივაცია ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. სიყალბე, იმიჯისმაგვარი, რომლის შეძენასაც პერიოდულად ცდილობენ ამ წლების განმავლობაში, ეს თეორიული ამბებიც დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მერაბიშვილი თუ გაიმარჯვებს ამ პროცესში, უბრალოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ყოველგვარი ნიღბების და შელამაზების გარეშე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.