ავტორი:

"არავინ მოგატყუოთ, ქრისტეს მოძღვრება არსად არ მოუწოდებს ქალებს კაცების უპირობო მორჩილებისკენ" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

"არავინ მოგატყუოთ, ქრისტეს მოძღვრება არსად არ მოუწოდებს ქალებს კაცების უპირობო მორჩილებისკენ" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

დეკანოზი თამაზ ლომიძე ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არავინ მოგატყუოთ, ქრისტეს მოძღვრება არსად და არასდროს არ მოუწოდებს ქალებს კაცების უპირობო მორჩილებისკენ. არ იცნობს ასეთ მცნებას ქრისტიანობა. ქრისტიანმა ქალმა შეიძლება აღიაროს მორწმუნე კაცი ოჯახის თავად, პატივი სცეს და დაემორჩილოს მას, თუ კაცი მთელი მისი არსებით, მთელი ფიქრით და მთელი ცხოვრებით ცდილობს ემსახუროს, დაიცვას და შეუმსუბუქოს მის ქალს ცხოვრება.

უფრო მეტიც, თუ კაცი არ არის მზად ქრისტეს მსგავსად სიცოცხლე გაწიროს მეუღლისთვის, არც ქალი არ არის ვალდებული დაემორჩილოს ასეთ კაცს. ქრისტიანობაში არ არსებობს ქალის უპირობო მორჩილება. აუცილებელი წინაპირობაა კაცისგან ყოველდღიური თავის გაწირვა მისი ცოლისთვის" - წერს ლომიძე.