ჰავაიზე მსოფლიოში ყველზე დიდი ვულკანი ამოიფრქვა: შთამბეჭდავი სანახაობა - სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ვულკანი მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის (ფოტო, ვიდეო)

ჰავაიზე მსოფლიოში ყველზე დიდი ვულკანი ამოიფრქვა: შთამბეჭდავი სანახაობა - სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ვულკანი მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის (ფოტო, ვიდეო)

ჰავაიზე მსოფლიოს ყველაზე დიდი, აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა. 1843 წლიდან მოყოლებული, მაუნა ლოა სულ 33-ჯერ ამოიფრქვა. მისი ბოლო ამოფრქვევის დროს, რომელიც 1984 წელს მოხდა, ლავა 7.5 კილომეტრამდე მანძილზე გავრცელდა. სპეციალისტების თქმით, მაუნა ლოას ამჟამინდელი ამოქმედება ძალიან ჰგავს 1984 წლისას, თუმცა ჯერ მოსახლეობის ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/9ma9ofCazPU" title="See images of Mauna Loa erupting for first time since 1984" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ჰავაის ვულკანების ობსერვატორიის მეცნიერის, კენ ჰონის თქმით, მაუნა ლოას ერთი კვირა მაინც დასჭირდება იმისთვის, რომ დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწიოს:

"ლავის ამოფრქვევა დიდი და შთამბეჭდავი მოვლენაა, მაგრამ კუნძულზე ვულკანს შედარებით პატარა სივრცე უკავია და იმედი გვაქვს, რომ აქ დასახლებულ ხალხზე და ვიზიტორებზე მინიმალური ეფექტი ექნება“,- ამბობს ჰონი. მიუხედავად ამისა, ოფიციალურმა პირებმა მაინც გააფრთხილეს მაცხოვრებლები, რომ ევაკუაციისთვის მზადყოფნაში ყოფილიყვნენ. ასევე წინასწარ შეამზადეს ისინი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოტანილ ვულკანურ გაზზე, ფერფლსა და წვრილ მინის ბოჭკოების თაობაზე, რომელიც "პელეს თმის" სახელწოდებითაა ცნობილი.

მაუნა ლოას გააქტიურების საპასუხოდ, Southwest Airlines-მა 10 შიდა კუნძულთშორისი ფრენა გააუქმა.

მაუნა-ლოა, რომელიც ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს, ჰავაის კუნძულის ნახევარს მოიცავს. ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4 169 მ-ია და მისი ფართობი - 5 179 კმ²-ს შეადგენს. მაუნა ლოას ჰავაიური სახელწოდება "გრძელი მთაა“ , რაც ნამდვილად შესაფერისია, რადგან ეს უზარმაზარი მთა დაახლოებით 120 კილომეტრი სიგრძისაა.

წყარო: cbsnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა