ავტორი:

დაცარიელებული მონასტერი - ბუდისტური ტაძრის ბერებმა ნარკოტესტი ვერ გაიარეს: ისინი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობენ

დაცარიელებული მონასტერი - ბუდისტური ტაძრის ბერებმა ნარკოტესტი ვერ გაიარეს: ისინი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობენ

ტაილანდის მონასტერში მცხოვრები ბერები და ტაძრის აბატი რეაბილიტაციის ცენტრში გაგზავნეს მას შემდეგ, რაც მათ ანალიზში მეტამფეტამინი აღმოუჩინეს. "ვერცერთმა ბერმა ვერ გაიარა ნარკოლოგიური ტესტი, ამიტომაც სალოცავი დაცარიელდა", - აცხადებენ ოფიციალური პირები.

უახლოეს სოფელში მაცხოვრებელი ხალხი წუხს, რომ ბერების აქედან წასვლის შემდეგ ვეღარ შეძლებენ "დამსახურების მიღებას". (იგულისხმება მნიშვნელოვანი ბუდისტური პრაქტიკა, რომლის დროსაც, ადამიანები დამცავ ძალას კეთილშობილური საქმის კეთებით იძენენ - ამ შემთხვევაში, ბერებისთვის საკვების მიცემით.) ხალხის წუხილს ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ და ახალი ბერები გაგზავნეს მონასტერში საცხოვრებლად.

ეს შემოწმება ტაილანდში ნარკოტრაფიკინგის წინააღმდეგ ეროვნული კამპანიის დაწყებას ემთხვევა. მეტამფეტამინის გადასაზიდად ტაილანდი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანაა. აქ ნარკოტიკი მიანმარიდან შემოდის, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით მეტამფეტამინი იწარმოება. მიღებული ნარკოტიკი კი შემდეგ ტაილანდის ქუჩებში აბების სახით 1.40$-ად იყიდება.

წინა თვეში, ტაილანდის პრემიერ მინისტრმა ბრძანა ნარკოტიკებზე კონტროლი გამკაცრებულიყო. ამას საბავშვო ბაღში ყოფილი პოლიციის ოფიცრის შესვლამ და 37 ადამიანის იარაღით მკვლელობამ მისცა ბიძგი. მკვლელი წარსულში სამსახურიდან სწორედ მეტამფეტამინზე დამოკიდებულების გამო გაათავისუფლეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა