ავტორი:

რუსებმა ნიკოპოლის ტერიტორია "გრადებითა" და მძიმე არტილერიით დაბომბეს - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან?

რუსებმა ნიკოპოლის ტერიტორია "გრადებითა" და მძიმე არტილერიით დაბომბეს - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან?

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი თემი „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით რვაჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსები საღამოდან დილამდე ბომბავდნენ ნიკოპოლს "გრადებით" და მძიმე არტილერიით. დაიბომბა ორი თემი - მარგანეცკაია და კრასნოგრიგორიევსკაია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა", - აცხადებს რეზნიჩენკო.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.