ავტორი:

რუსეთის დუმის სპიკერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთის დუმის სპიკერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ვოლოდინი სოხუმში ვერტმფრენით ჩაფრინდა.

სოხუმის აეროპორტში მას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ლიდერი ლაშა აშუბა დახვდა.

როგორც რუსული მედია წერს, სამუშაო შეხვედრებამდე, ვოლოდინმა და აშუბამ „სამამულო ომში“ დაღუპული აფხაზი ხალხის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც პარლამენტში ვოლოდინისა და აშუბის შეხვედრა შედგა.

სოხუმში „შეთანხმებას აფხაზეთის „სახალხო კრებასა“ და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის თანამშრომლობის შესახებ“ მოაწერეს ხელი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ასევე შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.