ავტორი:

ვინ არის უკრაინაში დაღუპული მებრძოლი და რას წერს მამა: "ვფიქრობდი, დროშა, რომელიც აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა..."

ვინ არის უკრაინაში დაღუპული მებრძოლი და რას წერს მამა: "ვფიქრობდი, დროშა, რომელიც აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა..."

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაღუპული მებრძოლის მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელ Facebok-ში ავრცელებს.

"ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში. ვფიქრობდი, დროშა. რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა... ჩვენ ვერ გაგვტეხენ... ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით. როგორც ჩვენ გვეკადრება... მტრებს ყველაფერი წინ აქვთ. ...და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია", - წერს დაღუპული ქართველის მამა.

ჯაბა ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.