ავტორი:

ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დღეს, 3 დეკემბერს ტოკიოში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, ფინალურ ბლოკში კი მხოლოდ ლაშა ბექაურმა იასპარეზა.

(-90კგ) წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველი ჯუდოკა აღნიშნული მედლისთვის იაპონელ მაშუ ბეიკერს შეხვდა და 3 გაფრთხილებით დაამარცხა.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავდაპირველად სამხრეთ კორეელი ყოფილი მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი, დონჰან გვაკი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში 2018 წლის პარიზისა და ოსაკას ტურნირის გამარჯვებულ იაპონელ შოიჩირო მუკაისაც სძლია, თუმცა ნახევარფინალში კოსუკე მაშიიამასთან შიდოებით დამარცხდა.

(57კგ) წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველივე წრეში იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა. ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა ნინო ლოლაძეც, რომელმაც მეორე წრეში გერმანელ პაულინ შტარკესთან წააგო.

(63კგ)-ში მოასპაერზე ეთერ ასკილაშვილმა პირველი ეტაპის გავლა შეძლო, მაგრამ მეორე წრეში პოლონელმა ანჟელიკა შიმანსკამ აჯობა.

sportall.ge