ავტორი:

"რუსები ბახმუტის ალყაში მოქცევას გეგმავენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო?

"რუსები ბახმუტის ალყაში მოქცევას გეგმავენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო?

რუსეთი დონეცკის ასაღებად დიდ სამხედრო ძალისხმევას ახორციელებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსული ძალები აგრძელებენ თავიანთი საცეცხლე საშუალების დიდი ნაწილის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ფრონტის ხაზის დაახლოებით 15 კილომეტრის სიგრძის სექტორზე განთავსებას“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე შეფასებით, ბოლო დღეებში რუსეთმა, სავარაუდოდ, მცირე წინსვლას მიაღწია სამხრეთ ღერძზე და, სავარაუდოდ, გეგმავს ქალაქის ალყაში მოქცევას.

„2022 წლის აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთისთვის ბახმუტი პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქის აღება პოტენციურად საშუალებას მისცემს რუსეთს, საფრთხე შეუქმნას კრამატორსკის და სლოვიანსკის უფრო დიდ ურბანულ ტერიტორიებს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, ბახმუტის ხელში ჩაგდება რუსეთისთვის უპირველეს ყოვლისა სიმბოლურ, პოლიტიკურ მიზნად იქცა.