ავტორი:

"აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ყველა ომში იარაღი ეჭირათ! უკრაინაშიც ერთად წავიდნენ... ახლაც ოთხივენი ერთად არიან!" - ნიკო მიქაია ბახმუტში დაღუპულ ქართველებზე

"აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ყველა ომში იარაღი ეჭირათ! უკრაინაშიც ერთად წავიდნენ... ახლაც ოთხივენი ერთად არიან!" - ნიკო მიქაია ბახმუტში დაღუპულ ქართველებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკო მიქაია უკრაინაში, ბახმუტში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"კახა გოგოლი(გოგოლი), როლანდ კვარაცხელია(როლიკა), მერაბ ალადაშვილი(კურკა), რომეო ფიჩხაია(ლენინი).

აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ყველა ომში იარაღი ეჭირათ და საქართველოს იცავდნენ. უკრაინაშიც ერთად წავიდნენ!

კახა რომ დაიღუპა, ცოტა ხნით ჩამოვიდნენ. მალევე უკან გაბრუნდნენ, კახას სისხლს არავის შევარჩენთო. გუშინ გმირულად იბრძოლეს, არ დაუთმეს ორკებს არაფერი და საქართველოს ათობით მტერი გაუშვეს ჯოჯოხეთში. შეეწირნენ კიდეც ამ ბრძოლას. ახლა ოთხივენი ერთად არიან. დაწერეს საკუთარი გმირობის ისტორია და სამუდამოდ ჩაეწერნენ საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით. გმირები არ კვდებიან. გმირები მხოლოდ იბადებიან. დიდება გმირებს!" - წერს მიქაია "ფეისბუქში".

ცნობისთის, გუშინ, უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლებს "კადიროველები" დაესხნენ თავს.

გარდაცვლილები არიან ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი, რომეო ფირჩხაია.