ავტორი:

"ვამაყობთ თქვენით, აღფრთოვანებული ვართ, გმადლობთ თითოეულს!" - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარისკაცებს

"ვამაყობთ თქვენით, აღფრთოვანებული ვართ, გმადლობთ თითოეულს!" - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარისკაცებს

ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს სამშობლოს და ეს ყველაზე ძლიერ მოტივაციას იძლევა. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ნებისმიერ ძალას. ისინი იცავენ სიმართლეს და, შესაბამისად, უკრაინის მომავალს, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

მან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვამაყობთ თქვენით, აღფრთოვანებული ვართ. გმადლობთ თითოეულს! დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი. დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!“ - წერს ზელენსკი "ფეისბუქზე“.