ავტორი:

ლატვიის მედიის მარეგულირებელმა ტელეკომპანია "დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა

ლატვიის მედიის მარეგულირებელმა ტელეკომპანია "დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა

ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებელ რუსულ ტელეკომპანია "დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა.

საბჭოს თავმჯდომარის, ივარს აბოლინსის განმარტებით, გადაწყვეტილება იმ საფრთხის გამო მიიღეს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს ემუქრება.

"ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხესთან დაკავშირებით, მარეგულირებელმა დღეს დილით მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს TV "დოჟდის" სამაუწყებლო ლიცენზია“, - წერს ივარს აბოლინსი "ტვიტერზე“.

მისი ინფორმაციით, "დოჟდის“ მაუწყებლობა ხუთშაბათს შეწყდება.

შეგახსენებთ, ლატვიაში "დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია ივნისში მიენიჭა მას შემდეგ, რაც მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაშუქების გამო ტელეკომპანიაზე ზეწოლა გაძლიერდა და იძულებული გახდა, რუსეთში საქმიანობა შეეჩერებინა.