ავტორი:

"ისევ მაღალი ტემპერატურა აქვს... ვერ გადაადგილდება და საკვების მიღება უჭირს" - როგორია ექსპრეზიდენტის მდგომარეობა: რას აცხადებენ სააკაშვილის ადვოკატი და დედა

"ისევ მაღალი ტემპერატურა აქვს... ვერ გადაადგილდება და საკვების მიღება უჭირს" - როგორია ექსპრეზიდენტის მდგომარეობა: რას აცხადებენ სააკაშვილის ადვოკატი და დედა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ბოლო ერთი კვირაა ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალი აქვს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"სუსტად არის, ბოლო ერთი კვირაა ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალი აქვს. მის უმადობას და ამ ყველაფერს სხვა მიზეზი აქვს, ვიდრე ეს მიზეზები არ ამოიფხვრება, ადამიანი საკვებს ვერ იღებს“, - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველის, ილია ლომიას განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა აქვს და საკვების მიღება კვლავ უჭირს.

"მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ისევ მაღალი ტემპერატურა აქვს, ვერ გადაადგილდება და საკვების მიღება უჭირს“, - განაცხადა ილია ლომიამ.