ავტორი:

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 60 სამხედრო, მათ შორის მარიუპოლის 34 დამცველი დაიბრუნა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 60 სამხედრო, მათ შორის მარიუპოლის 34 დამცველი დაიბრუნა

უკრაინამ, ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, კიდევ 60 დამცველი სახლში დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, სამხედროებს შორის 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტია.

"ტყვეების კიდევ ერთი წარმატებული გაცვლა. სიმბოლურია. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს ბრუნდება შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 60 ჯარისკაცი - 58 კაცი და ორი ქალი, 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტი. ეს არის საუკეთესო ამბავი დღესასწაულის დღეს, რადგან გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ", - წერს ერმაკი "ტელეგრამზე“.

მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ სამხედროებს შორის მარიუპოლის დამცველებიც არიან.

"დღევანდელ 60-კაციან სიაში 34 მათგანია, მათ შორის 14 აზოვსტალიდან. არიან დაჭრილები, რომლებიც ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ უკრაინაში,“- აცხადებს ერმაკი.