ავტორი:

საქართველოს რამდენი მოქალაქე დარჩა ევროპაში არალეგალურად - ევროკომისიის ანგარიში და რეკომენდაციები თბილისს

საქართველოს რამდენი მოქალაქე დარჩა ევროპაში არალეგალურად - ევროკომისიის ანგარიში და რეკომენდაციები თბილისს

ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიმოხილვის მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საქართველოსაც.

ევროკომისიის თანახმად, ქვეყანა რიგ საკითხებში განვითარდა, წევრების კოოპერაცია უსაფრთხოების კუთხით კარგია, გრძელდება ბრძოლა კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან, თუმცა საქართველოს სავიზო პოლიტიკა კვლავ არაა თანხვედრაში მესამე ქვეყნების ჩამონათვალთან, რომელთა მოქალაქეებსაც სჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ამ კუთხით ქვეყანას 2021 წელს პროგრესი არ ჰქონია. კვლავ პრობლემად რჩება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2020 წლის ანალოგიურად, 2021 წელსაც ქართველების მიერ საზღვრის 30 არალეგალური გადაკვეთა დაფიქსირდა. გარდა ამისა, 2021 წელს იმ ქართველების რაოდენობამ, რომლებიც წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩნენ 13,000 შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 28%-ით მეტია, შესვლაზე უარი კი საქართველოს 3,105 მოქალაქეს ეთქვა, რაც 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით. გააგრძელეთ კითხვა