ავტორი:

MedTurkey - თურქეთის სამედიცინო სერვისების საერთაშორისო პროვაიდერი კომპანია საქართველოში

MedTurkey - თურქეთის სამედიცინო სერვისების საერთაშორისო პროვაიდერი კომპანია საქართველოში

MedTurkey, როგორც საერთაშორისო სამედიცინო კორპორაციების საპარტნიორო ჯგუფის წევრი წარმოადგენს თურქეთის წამყვანი ჰოსპიტალების სამედიცინო სერვისებს ევროპის მრავალ ქვეყანაში, უკვე საქართველოშიც!

ჩვენ ვესაუბრეთ MedTurkey წარმომადგენელს საქართველოში, შოთა წოწორიას.

ბატონო შოთა, MedTurkey უკვე საქართველოშია, მოგვიყევით რა არის თურქეთში სამედიცინო სერვისის უპირატესობები?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თურქული მედიცინა და ზოგადად თურქეთის სამედიცინო სერვისი თანამედროვე მსოფლიოში უმაღლეს სტანდარტადაა აღიარებული. ყოველწლიურად თურქეთს სამედიცინო სერვისების მისაღებად საშუალოდ 640 000 ზე მეტი ადამიანი სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნიდან!

ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც მიეღოთ წვდომა ამ უმაღლეს სტანდარტებზე, რის საშუალებასაც MEDTurkey აძლევს.

რა განაპირობებს თურქული სამედიცინო სერვისების მაღალ სტანდარტს და ხელმისაწვდომობას?

ჯანდაცვა თურქეთში გაცილებით ხელმისაწვდომია ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ასევე მაღალი სტანდარტებია ამ სფეროში.

თურქული მედიცინის ასეთი განვითარება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით აიხსნება:

  • მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური ევოლუციის ეპოქაა, შესაბამისად პირველი ფაქტორი ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც თავის მხრივ მკურნალობის უახლეს მეთოდებს განაპირობებს;
  • მე-2 ფაქტორია ჯანდაცვის პოლიტიკა და სამედიცინო ინფრასტრუქტურა. დღეს თურქეთის მასშტაბით 1500-ზე მეტი კლინიკაა, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო დაწესებულებები. დინამიურად მზარდია სამედიცინო სექტორის ბიუჯეტიც, რაც თავის მხრივ წინაპირობაა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების სიმრავლისა და ექიმების უმაღლესი სტანდარტის კვალიფიკაციის. შესაბამისად, სამედიცინო ინფრასტრუქტურაც მაღალ დონეზეა განვითარებული.

ამ ორი ფაქტორისა და მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით დღეს თურქეთი გვევლინება მოწინავე სამედიცინო სერვისების პროვაიდერად ევროპაში.

გვიამბეთ MedTurkey-ს გეგმებზე, რომელ სამედიცინო სერვისებზე გვექნება წვდომა დღეიდან?

MedTurkey-ს მთავარი მისიაა დავეხმაროთ ადამიანებს ევროპის ქვეყნებში და ახლა უკვე საქართველოში მიიღონ მათთვის საჭირო სამედიცინო სერვისი თურქეთის წამყვან კლინიკებში.

მოგეხენებათ, ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ადამიანისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც მოიცავს დიაგნოსტირების, გამოკვლევებისა, ოპერაციის დაგეგმვის პროცესს. ყოველ ეტაპზე ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლისთვის გამარტივებულ სერვისს და მთლიანი პროცესის მეთვალყურეობას, მათ შორის პერსონალური სამედიცინო კონსულტანტის ჩართულობით.

საქართველოში პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიმართულებაა ბარიატრიული ქირურგია, კუჭის ოპერაცია.

ამ მხრივ თურქეთის და საქართველოსა შედარება ჯერ კიდევ რთულია, თუმცა თავისი უდიდესი გამოცდილებებით, განვითარებული ტექნოლოგიებით საქართველოსთვის ნამდვილად მისაბაძი მოდელია.

ასე რომ მათთვის ვისაც ჭარბი წონა აწუხებს და ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ უმკლავდება ამ პრობლემას, MEDTurkey არის საუკეთესო გამოსავალი.

როგორ უნდა ისარგებლონ ადამიანებმა თქვენი მომსახურებით?

ჩვენს ვებ-გვერდზე med2turkey.com უნდა შეავსონ მარტივი ფორმა კონსულტაციისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატონ მზაობა, შემდეგ კი საქმეში ჩვენი პროფესიონალების გუნდი ერთვება.

ასევე ვებ-გვერდზე შესაძლებელია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა.

R