ავტორი:

"სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული" - ალუდა ღუდუშაური

"სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული" - ალუდა ღუდუშაური

სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვინ არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟია ატეხილი.

"პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, არის თვითონ [პასუხისმგებელი]. ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს. როცა პირი წინააღმდეგობაშია იმ პროტოკოლთან, რომელიც განესაზღვრა, თუნდაც ექიმების მხრიდან, ჩემი აზრით, ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მგონია, უადგილოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირმა თვითონ გადაწყვიტა, როგორც ჩანს. თავიდან კარგად ხედავდით მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა, რაც ჯანმრთელობას ზიანს მოუტანდა. მოვლენებს ობიექტურად უნდა შევხედოთ, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს, არის ხელოვნური აჟიოტაჟი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.