ავტორი:

სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა

სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა

დღეიდან, Dressup ჯგუფი ლიბერთის ლოიალობის პროგრამის CashBack-ის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს Dressup საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია წარმოადგენს.

პარტნიორობის აღსანიშნავად, 9 დეკემბერს ლიბერთის Mastercard ბარათების მომხმარებლებს Dressup ჯგუფის მაღაზიებში ყველაზე მაღალი 50% ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზეც მაღაზიებში:

აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებლისთვის ერთ ობიექტში ქეშბექის ლიმიტი 300 ლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობისთვის საკმარისია სასურველი ობიექტის შეთავაზების გააქტიურება www.cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში და ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

„CashBack -ის და Dressup ჯგუფის დამეგობრება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა - ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება მათთვის საყვარელ 16 ბრენდში პროდუქცია შეიძინონ მუდმივი CashBack შეთავაზებით. სწორედ ამ სიახლესთან დაკავშირებით დავგეგმეთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ კომპანიებთან Dressup ჯგუფთან და Mastercard-თან ერთად ყველაზე მაღალი 50% CashBack აქცია, რაც ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის ერთგვარი წინასაახალწლო საჩუქარი იქნება. წლის მთავარი დღესასწაულისთვის ლიბერთის ბარათების მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე ელოდება“ - დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

სს ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

R