ავტორი:

"დისნეის“ და "პიქსარის“ პერსონაჟები ცოცხლდებიან - ახალი ინტერაქციული წიგნები პატარებისთვის, რომლებიც მათ კითხვის ინტერესს გაუჩენს

"დისნეის“ და "პიქსარის“ პერსონაჟები ცოცხლდებიან - ახალი ინტერაქციული წიგნები პატარებისთვის, რომლებიც მათ კითხვის ინტერესს გაუჩენს

თუ ამჩნევთ, რომ დღევანდელ რეალობაში ბავშვებს უფრო მეტად აინტერესებთ კომპიუტერული თამაშები და მულტფილმები, ვიდრე კითხვა, იქნებ დროა შეცვალოთ წიგნები?

ნუ გაგიკვირდებათ, რომ წიგნი და თავად კითხვის პროცესი ისე არ იპყრობს თანამედროვე ბავშვებს, როგორც თქვენს ბავშვობაში. დღეს ინფორმაციის მიღების გზები მკვეთრად შეიცვალა პატარებშიც კი. გაჯეტზე მულტფილმები და თამაშები იზიდავს მათ ინტერაქციულობით, ფერადოვნებით, ობიექტების მოძრაობითა და საუბრებით. ამ ყველაფრის ფონზე ჩვეულებრივი წიგნები, რა თქმა უნდა, მოსაწყენი ხდება. მათ არ აქვთ ეს სიხალისე და თამაშის მექანიკა. იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა კითხვა შეიყვარონ, წიგნები ახალ თაობას უნდა მოერგოს, რადგან ყველაფერი იწყება წიგნით!

წიგნში გაცოცხლებული მულტფილმი

„დისნეისა“ და „პიქსარის“ ანიმაციური ფილმების მიხედვით შექმნილი ინტერაქციული წიგნები დიდ შთაბეჭდილებას არა მარტო პატარებზე, არამედ უფროსებზეც ახდენს. ყველასათვის საყვარელი, ცნობილი ანიმაციების ადაპტაცია წიგნებში უპირობოდ იპყრობს ბავშვების გულს. წიგნში გადმოტანილი ისტორიების აუცილებელი მინიმუმი და დამატებით ინტერაქცია, პატარებს ფანტაზიის და სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ Disney-ს სერიაში არაჩვეულებრივი სიახლეა! პატარების საყვარელი ანიმაციური ფილმების: „ენკანტოსა“ და „ლუკას“ წიგნი-ფაზლი და წიგნი-თამაში უკვე გაყიდვაშია. წიგნი-თამაში პირდაპირი მნიშვნელობითაც თამაშია, რადგან წიგნში იპოვით სათამაშო მოედანს და „ენკანტოს“ პერსონაჟების ფიგურებს.

მიმზიდველი ამბები და სათამაშოები ერთ კომპლექტში, რომელშიც შედის წიგნი, სათამაშო მოედანი და 10 ფიგურა.

„ენკანტო“ და „ლუკა“ სათამაშო წიგნები 3-დან 6 წლამდე ასაკისთვისაა განკუთვნილი. სქელ, ფერად და მყარ გვერდებზე ანიმაციის გმირები ცოცხლდებიან. გასაშლელ სათამაშო მოედანზე კი ბავშვები პერსონაჟების ფიგურებით თამაშს შეძლებენ.

„ოსკარის“ 2022-ის გამარჯვებული საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში, „ენკანტო“ ფენტეზის ჟანრის ანიმაციური მიუზიკლია, რომელიც ეკრანებზე გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. კოლუმბიის ზღაპრულ გარეუბანში ცხოვრობს მადრიგალების დიდი ოჯახი ჯადოსნური შესაძლებლობებით. წიგნში მადრიგალების ოჯახის წევრებს ვეცნობით...

„ლუკა“ პიქსარის ცნობილი ანიმაციური ფილმია. მთავარი გმირი ლუკა არდადეგებს ატარებს ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში იტალიის რივიერაზე. ის მოუთმენლად ელის ზაფხულის თბილ დღეებთან შეხვედრას. ლუკა მთელ ამ დროს თავის ახალ საუკეთესო მეგობართან ერთად ატარებს და ვერ ამჩნევს, რომ მისი პიროვნების უკან რაღაც საზღვაო საიდუმლო იმალება.

ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ სამყაროს თამაშში. ინტერაქციული წიგნი კი დიდი დახმარებაა სკოლამდელი ბავშვის მცირე მოტორიკის, კონცენტრაციის, ფანტაზიის და სხვა საჭირო უნარების განვითარებისთვის. ძალიან კარგი არჩევანია ასევე წიგნი-ფაზლი, სადაც წიგნის გვერდებზე ფერად ილუსტრაციებს თქვენი შვილი თავად ააწყობს ფაზლების სახით.

თუ ჯერაც ვერ გადაგიწყვეტიათ, რა უნდა მოუტანოს სანტამ თქვენს პატარას საახალწლოდ, შესანიშნავი არჩევანი იქნება Disney-ს სერიის მხიარული სიახლე, „ენკანტოსა“ და „ლუკას“ ინტერაქციული წიგნების სახით! - წიგნი ხომ საუკეთესო საჩუქარია?!

წიგნების შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ ფილიალებში, ასევე ონლაინ, საიტზე.

R