ავტორი:

"რაღა მეშველება ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს" - ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი კონგრესმენის განცხადებაზე

"რაღა მეშველება ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს" - ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი კონგრესმენის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოკლედ უპასუხა ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც ყოფილმა კონგრესმენმა ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველ მებრძოლთა შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო გააკრიტიკა.

"რაღა მეშველება... ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ადამ კინზინგერმა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გმირები უწოდა. ის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა.

"ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა "მოტყუებული". ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს თითქოს მათ სიმართლე არ იციან?

ასევე, რას იტყვი რუსეთზე?”, - წერს კინზინგერი.