ავტორი:

სკანდალური საქმე, რომელიც ორ საათში განიხილეს - ამერიკელი წყვილი ამტკიცებდა, რომ უკრაინელი გოგო, რომელიც იშვილეს არა 6-ის, არამედ 22 წლის იყო და მათ მოკვლას აპირებდა: როგორია განაჩენი?

სკანდალური საქმე, რომელიც ორ საათში განიხილეს - ამერიკელი წყვილი ამტკიცებდა, რომ უკრაინელი გოგო, რომელიც იშვილეს არა 6-ის, არამედ 22 წლის იყო და მათ მოკვლას აპირებდა: როგორია განაჩენი?

2019 წელს, საზოგადოება მიტოვებული ნატალია ბარნეტის ისტორიამ შეძრა. მედიაში ქვეყნდებოდა სტატიები უკრაინელი გოგონას შესახებ, რომელიც 2010 წელს ამერიკელმა წყვილმა იშვილა და შემდეგ მიატოვა. დოკუმენტების თანახმად, ნატალია აშშ-ში 2008 წელს ჩავიდა და თავდაპირველად სხვა ოჯახში ცხოვრობდა.

მაიკლმა და ქრისტინემ ნატალია 2010 წელს გაიცნეს, მათ უთხრეს, რომ ის ექვსი წლის იყო. უკრაინის დაბადების მოწმობაში მისი დაბადების თარიღად მითითებული იყო 2003 წლის 4 სექტემბერი. ნატალიას აწუხებდა სპონდილოეპიფიზური დისპლაზია, ჯუჯის იშვიათი ფორმა, მაგრამ წყვილი მის შვილად აყვანას მაინც დათანხმდა. მათი ერთ-ერთი ვაჟი, ჯეიკი, აუტისტი იყო და ისინი კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულნი და აღჭურვილნი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.

გოგონას შვილად აყვანის შემდეგ, ერთ წელიწადში ნატალია სულ უფრო მეტად ავლენდა ძალადობრივ ქცევებს. ქრისტინეს თქმით, ის ოჯახს ძილში დანით დაემუქრა, ქალს ყავაში მათეთრებელი საშუალება ჩაუსხა, ბავშვი ამბობდა, რომ ხმები ესმოდა...

"ის აკეთებდა უცნაურ განცხადებებს და ხატავდა ნახატებს, რომ ოჯახის წევრების მოკვლა სურდა. ვმალავდით ბასრ საგნებს, ხტებოდა მიმავალი მანქანიდან. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პატარა ბავშვს ეს შეეძლო..."

მაიკლმა და ქრისტინემ ქალიშვილისთვის დახმარება კლინიკურ თერაპევტს სთხოვეს, რომელმაც უთხრა, რომ გოგონა რეალურად 18 წლის იყო და სიამოვნებდა ბარნეტების ტერორი. 2012 წლის მარტში ექიმმა ენდრიუ მაკლარენმა განუცხადა წყვილს, რომ ნატალია აშკარად არ იყო ბავშვი და თამაშობდა.

წყვილმა მარიონის ოლქის უმაღლეს სასამართლოს გოგონას ასაკის შეცვლისთვის მიმართეს, რაზეც მოსამართლე დათანხმდა და დაბადების თარიღად 1989 წლის 4 სექტემბერი ჩაუწერეს. ეს ნიშნავს, რომ ის 22 წლის იყო, როცა იშვილეს და არა ექვსი.

შემდეგ მაიკლმა და ქრისტინემ ნატალიას ბინა უქირავეს, რათა მას დამოუკიდებლად ეცხოვრა და თავად საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ, რათა ერთ-ერთ ვაჟს ჯეიკს უნივერსიტეტში ესწავლა. ქრისტინეს თქმით, ქირა ერთი წლის განმავლობაში გადაიხადეს, სანამ ოჯახი ქვეყანას დატოვებდა.

2014 წელს ნატალია ბინიდან გამოასახლეს. 2019 წელს კი წყვილს ბრალი ქალიშვილის მიტოვების გამო წაუყენეს. ქრისტინე და მაიკლ ბარნეტები დააპატიმრეს...

საბოლოოდ, ქრისტინე 2019 წლის 19 სექტემბერს, 5500 დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო მაიკლმა 5000 დოლარი გადაიხადა.

სასამართლოზე გოგონას ბიოლოგიური დედა გამოჩნდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი შვილი არც ზრდასრულია და არც სოციოპათი, ადამიანები კი, რომლებმაც ნატალია იშვილეს, იტყუებიან.

40 წლის უკრაინელი ანა ვოლოდიმიროვნა გავას თქმით, გოგონა 16 წლისაა და ნანიზმის (ჯუჯობის) იშვიათი ფორმა აქვს. მისი თქმით, ბავშვი პათოლოგიებით დაიბადა, მშობლებმა და ექიმებმა კი მისი მიტოვება ურჩიეს, რადგან ვერ შეძლებდა მისთვის საჭირო ოპერაციების გაკეთებას.

"მას მოკლე ფეხები, მოკლე ხელები ჰქონდა, კისერი კი საერთოდ არ ჰქონდა. მას შემდეგ შვილი არ მინახავს,“ - ამბობდა დედა.

მისი მტკიცებით, ექიმებმა უთხრეს, რომ გოგონა ვერასოდეს გაივლიდა, ის სკამზე ან საწოლზე იქნებოდა მიჯაჭვული. ანა ფიქრობდა, რომ აშშ-ში ბარნეტებთან ნატალია ბედნიერად ცხოვრებდა.

"შვილო, მაპატიე, რაც 16 წლის წინ გავაკეთე. ჩამოდი ჩემთან, გელოდებით, შენ ორი და და ორი ძმა გყავს,“ - ამბობდა ანა.

კრისტინ და მაიკლ ბარნეტები კი ამბობდნენ, რომ ნატალია ბავშვი არ არის, ის ზრდასრული სოციოპათია ჯუჯობის სინდრომით და თავს ყველას ბავშვად აჩვენებს.

2019 წლის ნოემბერში ნატალია გამოჩნდა პოპულარულ თოქ-შოუში. ”ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვარ 16 წლის. ექვსი წლის ვიყავი, როცა შეერთებულ შტატებში ჩამოვედი...“ - ამბობდა გოგონა...

"მაშ, რვა წლის ასაკში, მარტო ცხოვრობდი ბინაში?" - ექიმმა ფილმა ჰკითხა ნატალიას.

”დიახ... მე რეალურად არც კი წავსულვარ საყიდლებზე, მეზობელს მივყავდი ხოლმე, რომ რაიმე შემეძინა. ბარნეტებმა დამიტოვეს საჭმელი, რომელიც არ მიჭამია. კონსერვები და მსგავსი რაღაცები..."

2019 წელს დაწყებული სკანდალური საქმე ახლახანს დასასრულს მიუახლოვდა, ამ წლების მანძილზე წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ქრისტინა მეორედ დაოჯახდა. გასულ თვეში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მაიკლ ბარნეტი. მას ბრალად ედებოდა შვილად აყვანილი გოგონას მიტოვება, სხეულის დაზიანება და ყოფილ მეუღლესთან ერთად ნატალიას მიტოვების გეგმის შემუშავება.

ნაფიც მსაჯულებს მხოლოდ ორი საათი დასჭირდათ საქმის განხილვისთვის. ქრისტინას საქმე მომავალი წლის თებერვალში განიხილება...

სასამართლო დარბაზში მყოფმა ნატალიამ ოთახი განაჩენის წაკითხვისთანავე დატოვა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მაიკლმა თქვა: "ახლა მე შემიძლია სუნთქვა. დიდი ხანია, რაც ვერ ვსუნთქავ".

რაც შეეხება ქრისტინეს, მისი თქმით, მედია ბავშვზე მოძალადედ მიიჩნევდა, მაგრამ ნატალია ბავშვი არ ყოფილა...

ვინ არის ამ ამბავში ნამდვილი მსხვერპლი - ნატალია თუ ბარნეტები? ვინ ამბობს სიმართლეს? დანამდვილებით ვერავინ იტყვის...

ახლა ნატალია ენტვონ და სინტია მენებთან ცხოვრობს, მათ ხუთი შვილი ჰყავთ და ნატალია ოფიციალურად იშვილეს... მამაკაცი ორი წლის წინ აკურთხეს მღვდლად. ოჯახი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ისინი ნატალიას ახალგაზრდა გოგონასავით ექცევიან და არ აღიქვამენ ზრდასრულ ქალად...