ავტორი:

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს - "გადაყვანა ალბათ მოხდება დამხმარე საშუალებებით - ეტლი, საკაცე ან სხვა..."

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს - "გადაყვანა ალბათ მოხდება დამხმარე საშუალებებით - ეტლი, საკაცე ან სხვა..."

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ილია ლომიას განცხადებით, სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს.

როგორც მან კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესები რომ არ გაჭიანურდეს, დააყენებენ საკითხს, სასამართლო პროცესზე მხოლოდ ცენტრალური მოწმეები დაიკითხონ.

“მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს დაესწროს. ალბათ, პენიტენციური სამსახური დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას სასამართლო სხდომაზე. დამხმარე საშუალებებში იგულისხმება ეტლიც, საკაცეც და ნებისმიერი სხვა საშუალება. ხვალ სასამართლო სხდომაზე ჩვენ მიერ მოწვეული იქნებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი პირები, რომლებსაც მოუწევთ სასამართლოზე განმარტებების გაკეთება, თუ რა სახის კვლევები ჩაატარეს და რაზე იყო ეს გამოკვლევები დაფუძნებული.

ასევე, გააჟღერებენ თავის პოზიციას, რა შედეგებამდე მივიდნენ და რისთვის არის საერთოდ ეს დასკვნა წარმოდგენილი. სხდომის მიმდინარეობის პროცესში მოწმეების დაკითხვის თანმიმდევრობა თავად სასამართლო განხილვის დროს განისაზღვრება. ეს პირები იქნებიან ექიმები, სპეციალისტები, ასევე "ვივამედის" მედპერსონალი, მკურნალი ექიმი, შესაძლებელია დღის ექიმიც და ა.შ. შესაძლოა, მინიმუმ 2 პროცესი დასჭირდეს სასამართლო განხილვებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვფიქრობთ, სასამართლოზე დავაყენოთ საკითხი მოწმეების მოხსნის თაობაზე, რომ არ გაჭიანურდეს პროცესები და მიხეილ სააკაშვილის დაზიანებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი განმარტებით, ხვალინდელ პროცესზე მოწმის სახით პოლიტიკოსებიც უნდა დაკითხულიყვნენ, მაგრამ დიდი ალბათობით, დაცვის მხარე მათი დაკითხვის საკითხს დღის წესრიგიდან მოხსნის.