ავტორი:

გერმანიაში პუტჩის მომზადების მცდელობა? - რა არის ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე და რა კავშირი აქვს მომხდართან რუსეთს

გერმანიაში პუტჩის მომზადების მცდელობა? - რა არის ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე და რა კავშირი აქვს მომხდართან რუსეთს

გერმანული "დოიჩე ველე" (Deustche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რა არის ცნობილი გერმანიაში პუტჩის მომზადების შესახებ და რა შუაშია რუსეთი", რომელშიც გერმანიაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენასთან - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული მოვლენებია განხილული.

  • გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შვიდ დეკემბერს გერმანიაში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად 25 ადამიანი დააკავეს - ე.წ. რეიხსბიურგერები, მემარჯვენე რადიკალური მოძრაობის წევრები, რომლებიც არ აღიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას და თავიანთ თავს "გერმანიის რეიხის" მოქალაქეებად თვლიან. ისინი ეჭვმიტანილები არიან ტერორისტული ქსელის შექმნასა და მის მხარდაჭერაში. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მონაცემებით, "რეიხსბიურგერები" ქვეყნის კონსტიტუციური ხელისუფლების მმართველობის ორგანოების დამხობას გეგმავდნენ.

რეიდში მონაწილეობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველი სტრუქტურების სამი ათასზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის GSG 9-ის (გერმანიის პოლიციის) სპეცქვედანაყოფი. ის, რაც 7 დეკემბრის დილით მოხდა, გერმანიის ისტორიაში ექსტრემისტების წინააღმდეგ განხორციელებული ერთ-ერთი მსხვილი ოპერაციაა.

  • ვინ დააკავა პოლიციამ

ტერორისტული ქსელის შექმნაში (ან მის მხარდაჭერაში) ეჭვმიტანილია 52 ადამიანი. დაკავებული 25 პიროვნებიდან 24 გერმანიის მოქალაქეა, ერთი კი, ქალი - რუსეთის მოქალაქე. როგორც გამოძიება ვარაუდობს, ეს უკანასკნელი დაჯგუფების ლიდერს რუსეთის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა.

"შპიგელის" მონაცემებით, დაკავებულთა შორისაა ბუნდესტაგის ექსდეპუტატი, ამჟამად მოსამართლე - ბირგირ მალზაკ-ბინკემანი, რომელიც წევრია მემარჯვენე პოპულისტური პარტიის - "ალტერნატივა გერმანიისათვის", აგრეთვე, ბუნდესვერის - გერმანიის შეიარაღებული ძალების - რამდენიმე ყოფილი ჯარისკაცი, პოლიციის შტაბს-ფელდფებელი, მეცნიერი-ადვოკატი, ექიმი-თერაპევტი და პილოტი.... განაგრძეთ კითხვა